თქვენ გაგიჟდებით, როცა გაიგებთ, თუ რამ გამოიწვია ამ ბავშვის კბილების დაზიანება! მშობლებო, ყურადსაღებია!

3172

ბავშვებს ტკბილეული ძალიან უყვართ, რის გამო კბილებზე შეიძლება პრობლემა შეექმნათ.

ნიუ ზელანდიაში სამი წლის ბიჭს 11 კბილის ამოღება მოუწია. ისინი დაზიანებული იყო შაქრის გადამატებული რაოდენობის მიღების გამო. მისმა სტომატოლოგმა შენიშნა, რომ ბავშვის საწოვარა სოდიანი სასმლით იყო შევსებული.

 

შაქრის მოხმარება ამერიკაში

ამერიკელი მკვლევარები ურჩევენ ქალებს, რომ დღეში 6 ჩ/კ შაქარზე მეტი არ მიიღონ, კაცებმა კი – 9ჩ/კ. მეორე მხრივ მხოლოდ კოკა-კოლა15 ჩ/კ შაქარს შეიცავს ანუ ორჯერ მეტს, რაც დღიურად არის რეკომენდებული. რეალურად კი ამერიკელები ყოველდღიურად საშუალოდ 23 ჩ/კ შაქარს ჭამენ.

ბევრ შაქარს შეიცავს სოდიანი, ენერგეტიკული სასმელები, რაც თავის მხრივ ცუდად მოქმედებს კბილებზე და მათ დაშლას იწვევს.

სხვა ჯანმრთელობის პრობლემები, რასაც შაქარი იწვევს, არის ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, ინსულინის ნაკლებობა( სხვა დაავადებების წამყვანი, როგორებიცაა: მეტაბოლური სინდრომი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, მეორე ტიპის დიაბეტი). ასევე შაქრის გადამეტებული დოზა კიბოს გავრცელების მაღალ რისკს შეიცავს.

შაქარზე დამოკიდებულება ნელ-ნელა იზრდება მსოფლიოში. ის უკვე წამყვანი ფაქტორია სიმსუქნის როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. შაქარი ადამიანებს აკარგვინებს ჭამის კონტროლს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ბავშვებში სიმსუქნე ორჯერ გაიზარდა, მოზარდებში კი – ოთხჯერ.

სიმსუქნეს მრავალი პრობლემის გამოწვევა შეუძლია, როგორებიცაა: გულსისხლძარღვთა დაავადებები, სახსრებისა და ძვლების ტკივილი, ძილის აპნეა, სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემები და ა.შ.

ნიუ ზელანდიის სტომატოლოგები ურჩევენ მშობლებს, რომ ბავშვებს სოდიანი სასმელები არ მისცენ და ის შეცვალონ რძით ან წყლით.

Facebook კომენტარები