კარტოფილის კანი თმის ზრდას უწყობს ხელს! ამიერიდან მას აღარასდროს გადააგდებთ!

3401

კარტოფილი-შემწვარი თუ მოხარშული- თითქმის ყველას გვიყვარს. თუმცა ყველანი ვაგდებთ მის გათლილ კანს. გსმენიათ, რომ ბევრი ხილისა და ბოსტნეულის კანი მრავალ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს? ასევეა კარტოფილიც! მისი კანი თქვენთვის სასარგებლოა!

კარტოფილის კანის უპირატესობები:

1) კარტოფილის კანი ეხმარება არტერიული წნევის დარეგულირებას.

თუ მაღალი არტერიული წნევა გაწუხებთ და მისი დარეგულირება გსურთ, მაშინ კარტოფილი კანიანად მიირთვით. ეს იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი შეიცავს კალიუმს, რომელიც მაღალი წნევისგან გაგათავისუფლებთ.

2) საუკეთესოა კუნთებისა და მეტაბოლიზმისთვის.

კალიუმი არამარტო არეგულირებს არტერიულ წნევას, არამედ ხელს უწყობს ნორმალურ მეტაბოლიზმს. ასევე კალიუმი კარგია ჩონჩხის კუნთების გამაგრებასა და ნერვული უჯრედების ფუნქციონირების გაუმჯობესებაში.

3) კარტოფილის კანის ჭამა ეხმარება ანემიის პრევენციას.

სისხლში წითელი უჯრედების ნაკლებობა ანემიას იწვევს. ამის მიზეზი კი ორგანიზმში რკინის ნაკლებობაა. კარტოფილის კანი კი შეიცავს რკინის დიდ რაოდენობას.

4) კარტოფილის კანი გავსებთ ენერგიით.

კარტოფილის კანი შეიცავს მრავალ მკვებავ ნივთიერებას, მათ შორის ნიაცინს, ის ცნობილია, როგორც ვიტამინი B3. ის უწყობს ხელს ახალი უჯრედების ფორმირებასა და ძველი უჯრედების დაცვას სტრესისგან. ასევე მონაწილეობს ენერგიის პროდუქციაში.

5) ისინი სავსეა დიეტური ბოჭკოებით.

კარტოფილის კანი დიდი რაოდენობით შეიცავს დიეტურ ბოჭკოებს, რომლებიც ამცირებენ „ცუდ“ ქოლესტერინს.

6) კარტოფილის კანი კარგია მუქი ნაიარევების გასაღიავებლად.

კარტოფილის კანის წვენი წაისვით მუქ ჩაღრმავებებზე. ეს პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ. ის გაგიღიავებთ ამ ადგილებს. მისი წასმა შეგიძლიათ მუხლისთავებზე და იდაყვებზე.

7) შველის თვალების შეშუპებას.

თურმე არამარტო კიტრი, არამედ კარტოფილის კანიც შველის თვალების შეშუპებას.

8) ხელს უწყობს თმის ზრდას.

კარტოფილის კანი შეიზილეთ თავის კანზე, თქვენი თმა უფრო სწრაფად გაიზრდება!

Facebook კომენტარები