აი, რატომ უნდა შეწყვიტოთ უზმოზე ყავის სმა-სასარგებლო ინფორმაციაა!

18774

ალბათ ფიქრობთ, რომ დილის ყავით დაწყება კარგი იდეაა, მაგრამ რეალობა სრულიად განსხვავებულია. ყურადღებით გაეცანით ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ინფორმაციას და გაიგეთ, რატომ არ შეიძლება უზმოზე ყავა.
უზმოზე ყავის დალევის გვერდითი ეფექტები:

1. კუჭის მჟავა

 

ადამიანის კუჭი შეიცავს მარილმჟავას, რომლის ნორმალური დონეც გეხმარება საჭმლის გადამუშავებაში. როდესაც თქვენი კუჭი ცარიელია, მარილმჟავას არანაირი ,,საქმე „ არ აქვს და მისმა გავრცელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავების დისტრესია. მშიერზე ყავის დალევა კიდევ უფრო ზრდის ამ მჟავის დონეს, შედეგად კი ვიღებთ გულძმარვას, ,,ხმაურიან“ მუცელს და სხვა უამრავ პრობლემას.

2. შფოთვა

უზმოზე ყავის დალევით თქვენ ავტომატურად უბიძგებთ ტვინს სეროტონინის ნორმალური წარმოების შეფერხებაში, სეროტონინი კი სიმშივიდისა და ბედნიერების ჰორმონია, შედეგად იწვევთ შფოთვას და სისუსტის შეგრძნებას.

3. დეჰიდრატაცია

ყავის დალევით შესაძლოა გამოწვიოთ ორგანიზმის დეჰიდრატაცია, რადგან ამ პროცესის დროს ზრდით სხეულიდან გამოსაყოფი სითხის რაოდენობას.

4. მადის დაკარგვა

ყავას ნამდვილად აქვს ეს ეფექტი, სწორედ ამიტომ ითვლება ის წონის დასაკლებ საშუალებად. დილით ყავის დალევის შემდეგ იკარგება მადა, თუმცა სულაც არ არის სასარგებლო ამგვარად კლება, რადგან დილით საკვების მიღება აუცილებელია და სწორად გადანაწილებული ჭამის დროებით ბევრად უფრო ეფექტურად მართავთ თქვენ წონას.

Facebook კომენტარები