ამის შემდეგ ხახვის ფურცლებს აღარ გადაყრით. ის, რაც უმრავლესობამ არ იცის

4575

ხახვი რომ სასარგებლო პროდუქტია ეს ყველამ იცის, მაგრამ გარდა შიგთავსისა არანაკლებ სასარგებლოა ხახვის ფურცლებიც. გთავაზობთ მიზეზებს, რის გამოც ხახვის ფურცელი არასდროს არ უნდა გადაყაროთ.

საკვების საღებავი – ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ დიასახლისების გარვეული ნაწილი სააღდგომო კვერცხს ხახვის ფოთლებით ღებავს. ეს ძალიან ეფექტურ და ლამაზ ფერს სძენს კვერცხს.

იდეალურია თმისთვის – ხახვის ფურცლების ნახარში თმას ამაგრებს, ამ ხერხს უკვე ბევრმა ქალმა მიმართა. ეფექტური და საიმედოა.

ბრონქიტის დროს – ხახვის ფოთლებს დაასხით ადუღებული წყალი და ნაყენი 15 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. დაასველეთ მასში საფენი და ეს კომპრესი დღეში 3-ჯერ ნახევარი საათით გულმკერდზე დაიფინეთ.

თირკმელების დაავადებების დროს – 3 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფურცლებს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი. 30 წუთში წამალი მზად იქნება. მიღების წესი: 1 ს/კ დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ.

კანის დაავადებების დროს – დაქუცმაცებული ფურცლები ვაზელინს 2:3 პროპორციით შეურიეთ და მიღებული მალამო დღეში 2-ჯერ დაზიანებულ ადგილას წაისვით. მალამო მაცივარში შეინახეთ.

ფეხის მასაჟისთვის – თუ დაქუცმაცებულ ფურცლებს 2 ს/კ ზეითუნის ზეთს შეურევთ და ასე 10 განმავლობაში გააჩერებთ მიიღებთ ნაზავს, რომელიც ფეხის მასაჟის დროს უნდა გამოიყენოთ.

გრიპის დროს – 4 ს/კ დაქუცმაცებული ფურცლები ჩაყარეთ 3-5 წუთით ადუღებულ წყალში და მიღებული ნაზავი შეისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად, ეს დაგეხმარებათ, რომ გრიპის დროს ნორმალურად ისუნთქოთ.

Facebook კომენტარები