უგემრიელესი დეტოქს სასმელი, რომელიც წმენდს ორგანიზმს და წვავს ცხიმებს

541

დეტოქს სასმელები ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასეთი სასმელების მიღება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

დეტოქსი – ეს არის ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისაგან. დეტოქსი ხორციელდება კვების შემადგენლობის კარდინალური ცვლილებებით. დეტოქს კურსის საშუალებით სხეული თავისუფლდება დაგროვილი შხამებისაგან, სუფთავდება, კლებულობს წონა, ორგანიზმი ჯანსაღდება და ახალგაზრდავდება.

გთავაზობთ უგემრიელეს დეტოქს სასმელს, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში გესიამოვნებათ და, ამასთანავე, ორგანიზმის გაწმენდასაც შეუყობს ხელს.

თქვენ დაგჭირდებათ:

1ც. სტაფილო

2ც. ფორთოხალი

მცირე ზომის ჯინჯერი

ნახევარი ლიმოს წვენი

მომზადება:

გაწურეთ სტაფილო და ფორთოხალი. გადმოასხით ჭიქაში, ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი და ჯინჯერის წვენი (ჯინჯერი ჯერ გახეხეთ და შემდეგ გამოწურეთ მისგან წვენი). კარგად აურიეთ და უგემრიელესი დეტოქს სასმელი მზად არის.

სასმელი მიიღეთ 1 კვირის განმავლობაში თვეში ორჯერ.

 

Facebook კომენტარები