როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზულ ვენებს სახლის პირობებში? საინტერესოა…

2281

როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზულ ვენებს სახლის პირობებში? საინტერესოა…

 

ვარიკოზული ვენები სუსტი ვენების შემთხვევაში გვხვდება. ვენა პასუხისმგებელია სისხლის გადაადგილებაში. დროთა განმავლობაში კი ის სუსტდება, რამაც შეიძლება ჰიპერემია გამოიწვიოს.
ვენების ვარიკოზული დაავადება ძირითადად ტანის ქვედა ნაწილში გვხვდება, როგორიცაა ფეხები. არსებობს მრავალი საშუალება ამ დაავადების მოსაშორებლად, ეს ოპერაციაც შეიძლება იყოს და ძვირიანი მკურნალობაც.

ჩვენ კი შემოგთავაზებთ სახლის პირობებში მოსამზადებელ წამალს:

1) ძილის დროს აწეული ფეხები ეხმარება სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ვარიკოზული ვენების დაავადების გამოწვევის რისკს. ძილის წინ ფეხებთან ორი ბალიში დაიდეთ ხოლმე. თუ ზურგის ტკივილი გაწუხებთ, ზურგზეც ბალიში ამოიდეთ. ამ პოზაში 10-დან 15 წუთამდე გაჩერდით და დღეში სამჯერ გაიმეორეთ.

2) წონა მნიშნელოვანია. რაც უფრო მეტი წონა გაქვთ, ვარიკოზული ვენებით დაავადების საფრთხე დიდია. ეცადეთ მოერიდოთ ცხიმიან საჭმელს.

3) დაბალნატრიუმიანი დიეტა არსებითია ვარიკოზული ვენების დროს.

4) ეცადეთ იმოძრაოთ და ხშირად შეცვალოთ თქვენი პოზები. დიდი ხნით ჯდომა ან დგომა შეამცირებს სისხლის მოძრაობას, რაც არ არის კარგი.

5) საუზმეს შპინატის ან სტაფილოს წვენთან ერთად შეუძლია ვარიკოზული ვენებისგან გამოწვეული ტკივილის შემცირება. თქვენ შეგიძლიათ ყოველ დილით ეს ორი პროდუქტი დააბლენდეროთ.

6) ვარიკოზული ვენების წინააღმდეგ კარგია ვაშლის ძმარი, რომელიც დღეში დილით და საღამოს უნდა მიიღოთ.

7) ცხელი წყლის ოყნა დაგეხმარებათ ტკივილების წინააღმდეგ, ასევე საუკეთესოა სისხლის ცირკულაციის დასარეგულირებლად და ტოქსინების შესამცირებლად.

8) რეგულარული ვარჯიშები სისხლის ნორმალურ ცირკულაციას უწყობენ ხელს . სულ ცოტა 10 წუთი ვარჯიში + სწორი დიეტა დაგეხმარებათ ვარიკოზული ვენების წინააღმდეგ ბრძოლაში.

Facebook კომენტარები