8 ნატურალური საშუალება ტერფის ვალგუსური დეფორმაციის გასაკურნებლად!

1007

8 ნატურალური საშუალება ტერფის ვალგუსური დეფორმაციის გასაკურნებლად!

იცოდით, რომ ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა ფეხის დეფორმაციას იწვევს? ტერფის ვალგუსურ დეფორმაციაზე არა მარტო ცუდი ფეხსაცმელი, არამედ ზედმეტი წონა, მემკვიდრეობა და ბრტყელტერფიანობა მოქმედებს.

დღესდღეობით ამ დაავადების განსაკურნებლად ეფექტურ საშუალებად ოპერაცია გვევლინება. თუმცა მისი პრევენციისთვის ჩვენ შემოგთავაზებთ ხალხურ საშუალებებს. მათი დამზადება სახლშიც შეგიძლიათ.

1. საღებავი ენდრო

ამ ბალახის ფესვების ნახარში მაშინ მიიღეთ, როცა დაავადების პირველი ნიშნები გამოჩნდება. ერთი ჭიქა ცხელი წყალი დაასხით ერთ ჩაის კოვზ ენდროს ფესვებს. 10 წუთით დადგით ცეცხლზე, შემდეგ კი გააციეთ. ყოველდღე ორჯერ 100 გრამი მიიღეთ.

2. ბაბუაწვერა და იოდი

ბაბუაწვერას 100 გრამი ყვავილი დაფქვით ან მზა აფთიაქში იყიდეთ. ყვავილები იოდში ამოავლეთ. ეს საშუალება წაისვით ნატკენ ადგილას და ბადე დაიხატეთ. აუცილებლად წასმის დროს ფეხები მშრალი უნდა გქონდეთ. ასევე რეკომენდებულია ამ პროცედურის გამეორება ორი კვირის განმავლობაში ძილისწინ.

3. მდოგვი, ბადიაგა, მანქანის ზეთი და სკიპიდარი

მოამზადეთ სამკურნალო კრემი სახლის პირობებში. ერთი ს/კ მშრალი მდოგვი, ამ რაოდენობის ბოდიაგა და მანქანის ზეთი აურიეთ 2 სუფრის კოვზ სკიპიდარს. კრემს სუნი არასასიამოვნო აქვს, სამაგიეროდ ეფექტურობით გაგაკვირვებთ.

4. ოროვანდი და სკიპიდარი

არაჩვეულებრივია ოროვანდისა და სკიპიდარისგან გაკეთებული კომპრესი, მაგრამ თქვენ ფრთხილად უნდა იყოთ! სკიპიდარს შეუძლია კანზე დამწვრობები დატოვოს. ოროვანდის ფოთლები ძალიან ცოტა სკიპიდარს შეურიეთ.
წაისვით ის მუხლებამდე და შეიხვიეთ პოლიეთილენის პაკეტით, შემდეგ კი შალის ნაჭრით. ასეთი კომპრესი ყოველდღე უნდა გაიკეთოთ 3 თვის განმავლობაში.

5. იოდი და მარილი

ტკივილის შესამსუბუქებლად სპეციალური აბაზანა მიიღეთ : 2 სუფრის კოვზი მარილი გახსენით ერთ ლიტრ წყალში. ეს პროცედურა 2-ჯერ დღეში გაიმეორეთ.

6. ძმარი, კვერცხი, ლორი და სკიპიდარი

ამ ინგრედიენტებისგან დამზადებული კრემი საუკეთესოა ტერფის ამ დეფორმაციისთვის. ქათმის თეთრი კვერცხი მოათავსეთ ჭიქაში, დაასხით ძმარი ისე, რომ კვერცხი მთლიანად დაიფაროს. ჭიქა ბნელ ადგილას დადგით 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ მოაშორეთ დარჩენილი ნაჭუჭი და დაამატეთ 10 გრ. სკიპიდარი, 1 სუფრის კოვზი ლორი. აურიეთ კარგად. ერთი დღის შემდეგ კი წაისვით ფეხზე, მტკივნეულ ადგილას ბადის სახით.

7. პროპოლისი

დაარბილეთ ხელში პროპოლისის პატარა ნაჭერი და ღამით მტკივან ადგილას დაიდეთ. ფეხი ბინტით გადაიხვიეთ. ასეთი კომპრესები ყოველ საღამოს, ორი კვირის განმავლობაში გაიკეთეთ.

8. იოდი და ასპირინი

ასპირინის 5 ტაბლეტი გახსენით 10 მგ იოდში. ყოველღამე კი მტკივნეული ადგილი დაიზილეთ. ეს პროცედურა სამი დღის განმავლობაში გაიმეორეთ, შემდეგ კი ორი კვირა დაისვენეთ.

გაფრთხილება: სანამ თვითმკურნალობაზე გადახვალთ, მანამდე ექიმს ესტუმრეთ. გახსოვდეთ, რომ ეს მეთოდები არ ითვლება პროფესიონალური მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებად. ასეთ ხალხურ მეთოდებს მხოლო ტკივილის გაყუჩება და დაავადების ცოტა ხნით შეჩერება შეუძლიათ.

Facebook კომენტარები