ნივრის წვენის სასარგებლო თვისებები. გაიგეთ მეტი ამ უნიკალური პროდუქტის შესახებ

700

ნივრის წვენის სასარგებლო თვისებები. გაიგეთ მეტი ამ უნიკალური პროდუქტის შესახებ

ნიორი – ეს არის ერთწლოვანი შროშანისებრთა ოჯახის მცენარე, რომელიც ძალიან მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ის შეიცავს გოგირდშემცველ ნივთიერებებს, ნახშირწყლებს, ცილებს, პოლისაქარიდებს, ეთერზეთებს, რომლებიც ფიტონციდური თვისებებით გამოირჩევა და მიკრობებთან ბრძოლის ძალიან ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

იმისთვის, რომ ნივრისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ გირჩევთ ის წვენის სახით მიიღოთ:

ინსტრუქცია:

გაფცქვენით 1 თავი ნიორი; ბლენდერში დაამუშავეთ იქამდე სანამ წვენი არ გამოუვა; გადმოიღეთ ჭურჭელში და კოვზის დახმარებით კიდევ კარგად დაჭყლიტეთ; მარლის დახმარებით გამოწურეთ წვენი; ჩაასხით წვენი შუშის ქილაში; შეინახეთ წვენი მაცივარში.

მიღების წესი:

რამდენიმე წვეთი ნივრის წვენი გახსენით პატარა ჭიქაში ჩასხმულ წყალში და მიიღეთ, ან მოასხით ხორცს რამდენიმე წვეთი და ისე მიირთვით.

რატომაა ნივრის წვენი სასარგებლო?

ასთმა

ასთმის შეტევის კონტროლისთვის მიიღეთ 1 ჭიქა წყალში გახსნილი ნივრის წვენი.

ხველა და ყელის ტკივილი

შეურიეთ ერთმანეთს ნივრის წვენი და ცხელი წყალი ნაყენი მიიღეთ ყელის ტკივილის დროს.

თმის ზრდისთვის

თმის გასაზრდელად თავის კანზე წაისვით ნივრის წვენი და იქამდე დაიტოვეთ სანამ არ გაშრება. შედეგს რამდენიმე დღეში ნახავთ.

მწერის ნაკბენის დროს

ნივრის წვენის დახმარებით მწერის ნაკბენი ადგილი დაიმუშავეთ.

აკნე და გამონაყარი

პრობლემურ ადგილას ნივრის წვენი 5 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები