გამოაცხვეთ ბანანის ნამცხვარი ტაფაზე ამ მარტივი და სწრაფი რეცეპტით. გაახარეთ ოჯახის წევრები

281

გამოაცხვეთ ბანანის ნამცხვარი ტაფაზე ამ მარტივი და სწრაფი რეცეპტით. გაახარეთ ოჯახის წევრები

გემრიელი და ნოყიერი ბანანის ნამცხვრის მოსამზადებლად რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ და ოჯახის ყველა წევრს გაახარებთ.

ინგრედიენტები, რომლებიც ნამცხვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: კვერცხი – 1ც, შაქარი – 100გრ, რძე – 125მლ. ზეთი – 125მლ, მწიკვი ვანილი და მარილი, ფქვილი – 130 გრ, ბანანი – 2ც. გამაფხვიერებელი – ½ ჩაის კოვზი. 

მომზადების ინსტრუქცია:

პირველ რიგში ჯამში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, მარილი და კარგად ათქვიფეთ. დროდადრო დაუმატეთ რძე და ზეთი, ბოლოს კი – ფქვილი და გამაფხვიერებელი.

მოათავსეთ ტაფა გაზზე და მოაყარეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი. შემდეგ დაჭერით ბანანი და დააწყვეთ ტაფაზე, მოაყარეთ ისევ 1 სუფრის კოვზი შაქარი ბანანს. გამზადებული ცომის მასა დაასხით ტაფაზე, დაახურეთ თავი და დაბალ ცეცხლზე დატოვეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე და ამ ხერხით მარტივად მეორე მხრიდან მოათავსეთ ტაფაზე. რამდენიმე წუთში უგემრიელესი ბანანის ნამცხვარი მზად არის.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები