მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს. საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა

12162

მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს. საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა

კიტრი ყველასათვის საყვარელი პროდუქტი და სხვადასხვა კერძებისა და სალათების განუყოფელი ნაწილია. კიტრის ჭამისას, ალბათ, მხოლოდ მის გემოზე ფიქრობთ, თუმცა ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ყოველთვის გაგახსენდებათ ის დადებითი თვისებები, რასაც კიტრი შეიცავს და ამ პროდუქტის მირთმევა თქვენთვის კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება. ხოლო, ისინი, ვის რაციონშიც ეს უნიკალური პროდუქტი არ შედის, აუცილებლად დაიწყებენ კიტრის მიღებას.

  1. ძლიერი და ჯანმრთელი ძვლები

კიტრი შეიცავს დიდი რაოდენობით K ვიტამინს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მკვებავი ვიტამინია ძვლების ჯანმრთელობისთვის. ვიტამინი K ხელს უწყობს ძვლების გამკვრივებას და ამცირებს მოტეხილობების რისკს.

2. საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესება

ალბათ უკვე იცით, რომ კიტრის 95% წლისგან შედგება. სწორედ დიდი რაოდენობით წყლის შემცველობას უზრუნელყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ და ჯანსაღ ფუნქციონირებას.  ყოველდღიურად კიტრის მიღება შველის ისეთ დაავადებებს როგორებიცაა გასტრიტი, გულძმარვა, მჟავიანობა, წყლული და შეკრულობა.

3. ჯანმრთელი კანი

წყლის დიდი რაოდენობა, რომელსაც კიტრი შეიცავს, თქვენი კანის დატენიანებას უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, კანის სიჯანსაღესა და სილამაზეს განაპირობებს. ანთების საწინააღმდეგო თვისებებიდან გამომდინარე, კიტრს კანზე დადებისას გამაგრილებელი და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, რაც შველის კანის ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა შეშუპება თვალების ირგვლივ, კანის გაღიზიანება და დამწვრობა.

4. ამცირებს გულის დაავადებების რისკს

კიტრი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, მათ შორის, ფლავონოიდებს, რომლებიც გვიცავენ გულის დაავადებებისგან. ყოველდღიურად კიტრის მიღება ამცირებს ცუდი ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების რაოდენობას ორგანიზმში. კიტრი, ასევე მდიდარია კალიუმით, რაც ხელს უშლის ისეთი დაავადებების წარმოქმნას, როგორებიცაა: დიაბეტი, ინსულტი და სიმსუქნით დაავადება.

5. პირის ღრუს ჯანმრთელობა

კიტრი შეიცავს ფიტოქიმიკატებს, რაც პირის ღრუში კლავს ბაქტერიებს და ხელს უწყობს ჯანსაღ სუნთქვას. კიტრი, ასევე ეფექტურად უმკლავდება ღრძილების დაავადებებს. კიტრის ხშირი მიღება უზრუნველყოფს თქვენი კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობას, რაც, ასევე განაპირობებს უსიამოვნო სუნის გაქრობას პირის ღრუში.

6. ტვინის მკვებავი

კიტრი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას ფისეტინს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მკვებავია ტვინისთვის.  ის აუმჯობესებს მეხსიერებას და იცავს ნერვულ უჯრედებს ასაკის მატებასთან დაკავშირებულ დაავადებებისგან.

7. ბუნებრივი დეტოქსიფიკაცია

ორგანიზმის დეტოქსიფიკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების გამოდევნა ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. კიტრი კი, ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა ამ პროცედურის ჩასატარებლად. ანტიოქსიდანტები და ამინო მჟავები კი ის ნივთიერებებია, რომლებიც თირკმელებისა და ღვიძლის ტოქსინებისგან გაწმენდას უზრუნველყოფენ, კიტრი კი სწორედ ამ ნივთიერებებითაა მდიდარი.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები