რისთვის გამოიყენება აქტივირებული ნახშირი? პრობლემების სრული სია, რომელთაც ის მოგიგვარებთ.

4141
avia.ge

რისთვის გამოიყენება აქტივირებული ნახშირი? პრობლემების სრული სია, რომელთაც ის მოგიგვარებთ.

1. მეტეორიზმისა და შეშუპების სამკურნალო საშუალება. საშუალოდ, ადამიანი დღეში 14-ჯერ გამოყოფს გაზებს – ეს სრულიად ნორმალურია. მაგრამ თუ მეტეორიზმი ან მტკივნეული შეშუპება გაქვთ, დაგეხმარებათ ნახშირი. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ნახშირს ჭამის წინ იღებთ, ნაწლავებში გაზი მნიშვნელოვნად იკლებს.

2. ქოლესტერინის დონის შემცირება. მაღალი ქოლესტერინი აორმაგებს გულის დაავადებების რისკს. ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებმაც 8 გრამი აქტივირებული ნახშირი მიიღეს დღეში სამჯერ დღეში, ქოლესტერინის დონე დაეცა 41% და “კარგი” ქოლესტერინი 8% -ით გაიზარდა!

3. ჯანმრთელი თირკმლები. ყოველდღე, თქვენი თირკმელები წმენდს დაახლოებით 115-140 ლიტრ სისხლს, ჯამში წარმოქმნის 1-2 ლიტრ შარდს, რომელიც შედგება ნარჩენებისგან და ჭარბი სითხისგან. ღვიძლთან ერთად თირკმელები ყველაზე გამწმენდი სისტემაა. ამასთან, შაქრის, მარილის, ცხოველური ცილების, ცხიმებისა და კონსერვანტების მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების დაავადება და უკმარისობა. მას შემდეგ, რაც აქტივირებული ნახშირი გამოდევნის შარდის ტოქსინებს, თირკმელები ჯანმრთელდება.

4. სწრაფი მკურნალობა მოწამვლის დროს. საკვებით მოწამვლა ძალიან ხშირია – მხოლოდ შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 48 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება! ღებინების, დიარეისა და მუცლის ტკივილისას თავის დასაცავად ერთ-ერთი გზაა, პირველი სიმპტომების დროს აქტივირებული ნახშირის მიღება. რადგან დროულად ანეიტრალებს ტოქსინებს.

5.რბილი კანის საიდუმლო. ჭუჭყი და ცხიმები გროვდება ფორებზე, პრობლემის მოსაგვარებლად ხშირად მივმართავთ გამწმენდ საშუალებებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ შეიცავენ მავნე ქიმიკატებს. ნახშირს გამოჰყავს კანიდან ცხიმები და ა.შ. კანი ხდება სუფთა და რბილი. 1ჩ/კ ჟელატინი და 1 აბი დაქუცმაცებული ნახშირი აურიეთ. 2ჩ/კ რძე ან წყალი დაუმატეთ. თხევადი მასა წყლის ორთქლზე დადგით ან მიკროტალღურ ღუმელში 15-17 წამით შედგით. ნიღბის გაგრილებას დაელოდეთ. წაისვით კანზე და მოიშორეთ ნიღაბი 15 წუთის შემდეგ.

6. თმის პრობლემა. ტოქსინები, ჭუჭყი და ცხიმი აბინძურებს კანს და აზიანებს თმას. ნახშირი ასუფთავებს თმის ფოლიკულებს, ტოვებს მათ პრიალას და აბრეშუმისებრს. 10 აბი აქტივირებული ნახშირი დაფშვენით და შეურიეთ ქოქოსის კარაქი იმ რაოდენობით, რომ პასტისებური მასა მიიღოთ. ნიღაბი დაიტანეთ მხოლოდ თმის ძირებში და წასმისას კარგად დაიმასაჟეთ სკალპი. გაიჩერეთ დაახლოებით 20 წუთი და კარგად ჩამოიბანეთ შამპუნით. სასურველი შედეგისთვის ნიღაბი კვირაში ერთხეკ გამოიყენეთ.

7. კბილების გათეთრება. გინდათ გქონდეთ ჰოლივუდის ღიმილი? საკმარისია ნახშირით გაიგეხოთ კბილები კვირაში სამჯერ. ნახშირი ასუფთავებს კბილის ემალს. კბილების გახეხვისას კბილის პასტას მოაყარეთ 1 აბი დაფშხვნილი ნახშირი და კარგად გაიხეხეთ. თეთრი და სუფტა კბილები გარანტირებულია!

8. უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. გაწუხებთ პირიდან უსიამოვნო სუნი? ნახშირი აქაც გიშველით. ეს არა მხოლოდ ეფექტური დეოდორანტია, არამედ პირის ღრუს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზების საშუალებაა, რომელიც კბილებსა და ღრძილებს იცავს ბაქტერიებისა და დაავადებებისგან!

9. ნაადრევი დაბერების პრევენცია. დადასტურებულია, რომ აქტივირებული ნახშირის რეგულარული მოხმარება ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, რომლებიც აზიანებენ ორგანოებს, ანადგურებენ უჯრედებს და აჩქარებენ სხეულის დაბერებას.

10. ნაბახუსევის პროფილაქტიკა. ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა დალევის მეორე დღე და მასთან დაკავირებული დიკომფორტი. არსებობს შესანიშნავი გზა თავის ტკივილის, გულისრევისა და ზოგადად სისუსტის თავიდან ასაცილებლად: მიიღეთ ნახშირი დალევამდე! მიუხედავად იმისა, რომ ის არ უკავშირდება ალკოჰოლს, ის კარგად გამოდევნის მრავალი დუღილის ქვეპროდუქტს – რაც ნიშნავს, რომ დილით სუფთა, ენერგიული და ცოცხალი გაიღვიძებთ.

11.საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდა. პესტიციდები ბოსტნეულში და ხილში, ზრდის ჰორმონები ხორცში, ქიმია სასმელ წყალში. ჩვენ უკიდურესად დაბინძურებულ გარემოში ვცხოვრობთ. როდესაც მთელი ეს ნივთიერებები დაგროვდება თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ანთება. ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის საჭიროა საჭმლის მომნელებელი სისტემის რეგულარული გაწმენდა. აქაც ნახშირი თქვენი მხსნელია.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. თქვენ მიიღებთ სასარგებლო და საინტერესო რჩევების ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ. რაც მთავარია, ჩვენს მიერ შემოთავაზებული რჩევები მთლიანად ეფუძნება ნატურალურ და ხალხურ მეთოდებს, რაც არ მოგაყენებთ არანაირ ზიანს. ჩვენი დახმარებით თქვენ შეძლებთ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და გარეგნობა სახლის პირობებში კომფორტულად და ბიუჯეტურად.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები
aviabiletebi online