აბუსალათინის ზეთის გამოყენების გზები. აი რამდენ რამეში დაგეხმარებათ ის

1499

აბუსალათინის ზეთის გამოყენების გზები. აი რამდენ რამეში დაგეხმარებათ ის

აბუსალათინის ზეთი გამოირჩევა უნიკალური თვისებებით, განსაკუთრებით სასარგებლოა კანისათვის, თმისა და წამწამებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აბუსალათინის ზეთი მზადდება აბუსალათინის შხამიანი მარცვლებისაგან, საზიანო მაინც არ არის ჯანმრთელობისთვის , კომპაქტური ტოქსიკური ნივთიერებები მისგან შორსაა და იგი უსაფრთხოა.

მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის მხოლოდ ორსულებისთვის და ჩვილი ბავშვებისთვის. აბუსალათინი აქრობს მეჭეჭებს, პაპილომებს, ნაწიბურებს და იარებს, რომლებიც თქვენს კანზეა წარმოქმნილი. აუმჯობესებს თმებისა და წამწამების მდგომარეობას, ასევე თავს დააღწევთ ქერტლს. მისი საშუალებით სახიდან გააქრობთ ნაოჭებს და უმკურნალებთ გლუვ კანს. ეს უნიკალური ზეთი ამცირებს თვალების სიწითლეს და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.

გაცივებისა და ბრონქიტის დროს შეიზილეთ მკერდზე 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი და 1 სუფრის კოვზი სკიპიდარი. ამ მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ დღეში სამჯერ.

თუკი ფუნჯის დახმარებით ყოვედღე წაისვამთ ზეთს წამსამებზე, დაგეხმარებათ რომ გახდეს უფრო გრძელი და სქელი.

მეჭეჭები უკვალოდ ქრება ამ ზეთის გამოყენების შემდეგ. მეჭეჭბში შეიზილეთ ძილის წინ და დილით. ეს პროცედურა უნდა ჩაატაროთ 10 წუთის განმავლომაში იმისათვის, რომ ზეთის კარგად შეწოვა მოხდეს.

ასვეე შეგიძლიათ პიგმენტური ლაქები მოიშოროთ და მცირე ზომის ხალები. თუმცა უმჯობესია ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

აბუსალათინის ზეთის ნიღბები თმის ცვენისა და ზრდისთვის:

ორი სუფრის კოვზი ხახვის წვენი შეურიეთ ორი სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს, შეიზილეთ თმაში და შეიფუთეთ 40 წუთის განმავლობაში.

აიღეთ თანაბარი რაოდენობით აბუსალათინის ზეთი, ლიმონის წვენი და სპირტი. შეურიეთ, გააჩერეთ ხოტა ხანი. ძილის წინ შეიზილეთ თმაში, შეიხვიეთ და დილას ჩამოიბანეთ შამპუნით.

მშრალი ქერტლის დროს 2 სუფრის კოვზ კალენდულას ნაყენს შეურიეთ 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი და შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 30 წუთი.

ერთნაირი პროპორციით გადაურიეთ აბუსალათინის ზეთი, რაფირინებული ზეთი და შამპუნი. შეიზილეთ თმის ძირებში და გაიჩერეთ 40 წუთი.

Facebook კომენტარები