ყველაზე გემრიელი ნამცხვრის დიეტური სამარხვო რეცეპტი – თხელი “მედოკი”

896
საჭირო ინგრედიენტებია:
ბისკვიტისათვის:
  • შაქარი – 2 ჭიქა
  • თაფლი – 4 ს/კ
  • წყალი – 200 მლ
  • სოდა – 1,5 ჩ/კ
  • ზეთი – 200 მლ
  • ფქვილი – 1,2 კგ
კრემისათვის:
  • ფქვილი – 2 ჭიქა
  • შაქარი – 2 ჭიქა
  • წყალი – 1 ლ
  • სამარხვო კარაქი ან მარგარინი – 350 გ
  • ვანილი – 1 შეკვრა

მომზადების ინსტრუქცია ასეთია:

პირველ რიგში ქვაბში უნდა ჩაყაროთ 2 ჭიქა შაქარი, დაუმატეთ თაფლი 200 მლ წყალთან ერთად. შემოდგით ეს ქვაბი ორთქლზე და ურიეთ შაქრის გალღვობამდე. მიღებულ მასას ჩაუმატეთ სოდა და კარგად ამოურიეთ, შემდეგ დაამატეთ 200 მლ ზეთი, კარგად აურიეთ მასთან ერთად და გადმოდგით. მიღებულ ცხელ ნარევს ჩაუმატეთ 1.2 კგ ფქვილი, ისე რომ ცომი ხელზე არ უნდა მიგეკვროთ, სწორედ ამის მიხედვით შეგიძლიათ განსაზღვროთ ფქვილის რაოდენობა. მიღებული ცომი დაყავით 5 ნაწილად, 4 უნდა იყოს ფირფიტისათვის და მეხუთე ოდნავ პატარა ზომის ნაჭერი ზემოდან მოსაყრელად. სითხელის გამო ბისკვიტები ძალიან სწრაფად გამოცხვება.

კრემისათვის აურიეთ ერთმანეთში 2 ჭიქა ფქვილი და 2 თითქმის სავსე ჭიქა შაქარი, შემდეგ ნელნელა დაუმატეთ 4 ჭიქა წყალი, ამის მერე კი შემოდგით ქურაზე და სქელი მასის მიღებამდე ურიეთ. გაციების შემდეგ უნდა შეურიოთ კარაქი/მარგარინი და 1 შეკვრა ვანილი მთლიანად. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ დაკრემვის პროცესი, გვერდები შემოაჭრათ ნამცხვარს და ზევიდან მოაყაროთ დაჭრილი ბისკვიტის ნაწილები. მიირთვით გემრიელად!

Facebook კომენტარები