როგორ მოვამზადოთ ოსური ღვეზელი ხორცით, იგივე ფიჩინი?

10058

ამ უგემრიელესი ღვეზელის მოსამზადებელი ინგრედიენტებია:

  • 150 მილილიტრი კეფირი
  • 100 მილილიტრი წყალი
  • 50 მილილიტრი ზეთი
  • 45 გრამი კარაქი
  • 500 გრამი ფქვილი
  • ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი
  • ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
  • ნახევარი ჩაის კოვზი საფუარი
  • საქონლის ფარში – 700 გრამი
  • ნახევარი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • ერთი კონა მწვანილი
  • ნახევარი ჩაის კოვზი ქონდარი
  • ხორცის ბულიონი და დაფქული შავი ან წითელი პილპილი – გემოვნებით

მომზადება

1. აურიეთ ღრმა ჯამში მოთავსებული წყალი და შაქარი ერთმანეთში და შემდეგ ჩაუმატეთ მიღებულ მასას მშრალი აქტიური საფუარი. აღნიშნული ნარევი დატოვეთ 10 წუთით და შემდეგ დაუმატეთ კეფირი, მარილი და ზეთი, ასევე 25 გრამი გამდნარი კარაქიც.

2. გაამზადეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი მასში, შემდეგ დააფარეთ ჯამს და დატოვეთ ის თბილ გარემოში 1 საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ მოათავსეთ ზეთწასმულ მოსაზელ ზედაპირზე.

3. შიგთავსის მომზადებისათვის დაგჭირდებათ ფარშის, მწვანილის, ხახვის, ნიორისა და მარილის არევა, ასევე შეურიეთ მასას პილპილიც. შემდეგ ჩაუმატეთ მას ცოტა წყალი ან ბულიონი და ძალიან კარგად აურიეთ ერთმანეთში.

4. მიღებული ცომი გაყავით სამ ტოლ ნაწილად. ხელით გააკეთეთ მრგვალი ფორმები და ცომის შუაგულებში მოათავსეთ გამზადებული შიგთავსის მესამედი.

5. ცომში გულის მოთავსების შემდეგ მოამრგვალეთ იგი და შეუკარით პირი.

6. შემდეგ მოათავსეთ გამზადებული ცომი ფრთხილად ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში, მოკრული პირით დაბლა.

7. გააბრტყელეთ ღვეზელი ისე, რომ საცხობი ფორმის ფსკერი მთლიანად დაიფაროს და ცენტრში პატარა მრგვალი ნახვრეტი გააკეთეთ ორთქლის ამოსასვლელად.

8. ფორმა 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით 15 წუთის განმავლობაში. ამავე მეთოდით მოამზადეთ დარჩენილი ორი ფირფიტაც. ცხელ ღვეზელს წაუსვით დარჩენილი გამდნარი კარაქი.

როგორ მოვამზადოთ ოსური ღვეზელი ხორცით, იგივე ფიჩინი?

Facebook კომენტარები