სახლში დამზადებული რეცეფტები რევმატოიდული ართრიტის დროს.

1128

სახლში დამზადებული რეცეფტები რევმატოიდული ართრიტის დროს.

რევმატოიდული ართრიტი არის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც ახდენს გავლენას მცირე სახსრების ფენებზე, როგორიცაა ხელის და ფეხის თითები. დროთა განმავლობაში მას შეუძლია გავლენა მოახდინოს მუხლებზე, ტერფებზე, იდაყვებზე, თეძოებსა და მხრებზეც.

საბოლოო ჯამში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ეროზია და სახსრების დეფორმაცია. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 2007 წელს დაახლოებით 1,5 მილიონი ამერიკელი იყო დაავადებული. როდესაც სხეულში ანთებითი პროცესი მიდის დაავადება აქტიურდება და იწვევს სიმპტომებს, მათ შორის კუნთებისა და სახსრების ტკივილს, შეშუპებას და დაღლილობას. ამასთან, მედიკამენტებს, ისევე როგორც ბევრ საშინაო საშუალებებს, შეუძლიათ სიმპტომების შემსუბუქება.

აქ არის 5 მთავარი სამკურნალო საშუალება რევმატოიდული ართრიტის დროს.

1. ვარჯიში. რეგულარული ვარჯიში არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც რევმატოიდული ართრიტის სიმპტომებთან საბრძოლველად გჭირდებათ. ვარჯიში დაგეხმარებათ დაღლილობის შემცირებაში, კუნთების გამაგრებაში და მოუხშირებთ მოძრაობას.

2. ცხელი და ცივი კომპრესები. ცხელი და ცივი კომპრესების შეცვლა ასევე დაგეხმარებათ რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების მართვაში. როგორც ცხელი კომპრესი ათავისუფლებს ტკივილს კუნთების და სახსრების დასვენებით, ცივი კომპრესიც ასევე ამსუბუქებს ტკივილს და ამცირებს სახსრების შეშუპებასა და ანთებას. მოერიდეთ ცხელ კომპრესებს, თუ დაზიანებული ადგილი წითელი და გაღიზიანებულია. არ გამოიყენოთ ცივი კომპრესები, თუ სისხლის მიმოქცევის პრობლემები გაქვთ.

3. თევზის ქონი. რამდენიმე გამოკვლევამ აჩვენა, რომ თევზის ქონს შეუძლია დაეხმაროს სახსრების ტკივილის შემცირებას. ის შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს – EPA და DHA – რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება სხეულზე და ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, თევზის ქონი ხელს უწყობს გულის დაავადებებისგან დაცვას, რომლის განვითარების რისკი დიდია. მიიღეთ 2,6 გრამამდე თევზის ქონი (მინიმუმ 30% EPA / DHA) დღეში ორჯერ. ასევე კვების რაციონში შეიტანეთ თინუსი და ორაგული.

4. კურკუმა. შეგიძლიათ გამოიყენოთ კურკუმა, რათა შეამსუბუქოთ ართრიტით გამოწვეული ტკივილები. 2012 წლის კვლევამ აჩვენა, რომ კურკუმის აქტიური ინგრედიენტი, შეიცავს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო ართრიტისტულ თვისებებს, რომლებიც უკეთესად მუშაობენ, ვიდრე სხვა სახის საშუალებები. კურკუმას შეუძლია ხელი შეუშალოს სახსრების ანთებას გარკვეული ფერმენტების და ციტოკინების ბლოკირებით, რომლებიც იწვევენ ანთებას. 1 ლიტრი წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე. დაამატეთ 1 სუფრის კოვზი კურკუმის ფხვნილი და გააჩერეთ კიდევ 10 წუთი. ნარევი გააცივეთ და დალიეთ დღეში ერთხელ ან ორჯერ. მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

5. ვაშლის ძმარი. რევმატოისული ართრიტის დროს ვაშლის ძმარი ასევე ძალიან ეფექტურია. მდიდარია მინერალებით, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი და ფოსფორი, ის ხელს უწყობს ტკივილისა და ანთების შემცირებას. 1/2 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნედლი, გაუფილტრავი ვაშლის ძმარი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. დალიეთ დღეში ერთხელ.

Facebook კომენტარები