ხაჭოს “ბუთხუზების” უგემრიელესი რეცეპტი – მარტივი დესერტი

2099

“ბუთხუზების” მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:

  • ხაჭო – 500 გ
  • არაჟანი – 400 გ
  • კვერცხის გული – 6 ცალი
  • შაქარი – 2,5 ჭიქა
  • ფქვილი – 5-6 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი – 1 შეკვრა
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი
მომზადების ინსტრუქცია ასეთია:
არაჟანი აურიეთ შაქართან და ხაჭოსთან, შემდეგ კი მიღებულ მასას სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები. შემდეგ დაამატეთ ვანილი, მარილი გამაფხვიერებელი და ფქვილი. შემდეგ მოზილეთ ცომი და 1 საათის განმავლობაში გააჩერეთ მაცივარში.

გაციებული ცომით გააკეთეთ ერთნაირი ბურთულები, შემდეგ 150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედეთ ნამცხვარი გამოსაცხობად. აცხვეთ 20 წუთი დაბრაწვამდე. შემდეგ გამოიღეთ და მიირთვით გემრიელად გაგრილების შემდეგ.

Facebook კომენტარები