სახლში მოზადებული მეთოდი კანის სოკოვანი დაავადების (დერმატომიკოზის) სამკურნალოდ..

3120

სახლში მოზადებული მეთოდი კანის სოკოვანი დაავადების (დერმატომიკოზის) სამკურნალოდ..

ეს არის კანის ინფექციის სახეობა, რომელსაც სოკო იწვევს. იგი შეიძლება გამოვლინდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას. მდგომარეობა არის საერთო და ძალიან გადამდები, მაგრამ ეს არ არის სერიოზული. სოკოების ჯგუფი, რომლებსაც დერმატოფიტებს უწოდებენ, იწვევს დერმატომიკოზს. სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება სოკოს ზემოქმედებიდან დაახლოებით 4-10 დღის შემდეგ. ამ ინფექციის დამახასიათებელი სიმპტომია მცირე ზომის, მრგვალი გამონაყარი, რომელიც სხეულზე ჩნდება. სხვა თანმხლები სიმპტომებია სიწითლე, ქავილი და ანთება.

აქ მოცემული გვაქვს 5 საუკეთესო საშინაო სამკურნალო საშუალება დერმატომიკოზის სამკურნალოდ:

1. კარგი ჰიგიენა. აუცილებელია ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა. თუკი არ ხდება ჰიგიენის დაცვა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს სხეულის სხვა ადგილებზე გადადება. როგორც ამბობენ, წყალი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჰიგიენის დაცვისთვის. ყოველდღე დაიბანეთ კანი წყლით და საპნით. შხაპის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ კანი, განსაკუთრებით თითების, საზარდულისა და მკლავების არეში. ასევე, არ დაუშვათ ოფლის დაგროვება დაზიანებული ადგილის გარშემო, რადგან ტენიანობა აადვილებს გავრცელებას.

2. ვაშლის ძმარი. ვაშლის ძმარი ძალიან ეფექტური საშინაო საშუალებაა დერმატომიკოზის სამკურნალოდ. კვლევამ აჩვენა, რომ მას აქვს ძლიერი სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს ინფექციის გამომწვევ სოკოებთან ბრძოლას. გახსენით ვაშლი ძმარი წყალში( ოროვე თანაბარი რაოდენობის) დაასველეთ მასში ბამბის საფენი და წაისვით ნარევი დაზიანებულ ადგილებზე. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეურიოთ 1– 2 სუფრის კოვზ უფილტრო ვაშლის ძმარს ცოტაოდენი თაფლი და გახსნათ 1ჭიქა თბილ წყალში. დალიეთ დღეში ორჯერ, რათა თავიდან აიცილოთ ინფექცია შიგნიდან.

3. ჩაის ხის ზეთი. ჩაის ხის ზეთი ეფექტურია დერმატომიკოზის დროს, როგორც სოკოს საწინააღმდეგო, ასევე ანტისეპტიკური თვისებების გამო. რამოდინიმე წვეთი დაასხით ბამბაზე და დაიმუშავეთ. გააკეთეთ ეს დღეში 2 ან 3-ჯერ ერთი კვირის განმავლობაში. გარდა ამისა, შეგიძლიათ ჩაის ხის ზეთი გააზავოთ თანაბარი რაოდენობით ქოქოსის ზეთთან და შემდეგ წაისვათ ის კანზე. გამოიყენეთ ეს მკურნალობა დღეში ერთხელ.

4. ქოქოსის ზეთი. ქოქოსის ზეთში აღმოჩენილი კანის გამაახალგაზრდავებელი თვისებები მას ეფექტურ სამკურნალო საშუალებად აქცევს დერმატომიკოზის ინფექციების დროს. მას აქვს სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, რომელსაც შეუძლია ებრძოლოს სოკოს, რომელიც იწვევს ინფექციას. მისი დამატენიანებელი თვისებები ხელს შეუწყობს მტკივნეულ ადგილზე ქავილის შემცირებას. ასევე ეხმარება მოშუშებაში. ქოქოსის ზეთი გაათბეთ მიკროტალღურ ღუმელში რამდენიმე წამით. წაისვით პირდაპირ დაზიანებულ ადგილზე და შეიზილეთ ისე, რომ კანმა სწრაფად შეიწოვოს. გააკეთეთ ასე დღეში სამჯერ.

5. ნიორი. ნიორი შესანიშნავი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. იგი შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო ნაერთს, რომელიც ცნობილია აიაენის სახელით, იგი ძალზე ეფექტურია სოკოებისგან დასაცავად, რომელიც იწვევს სხეულის დერმატომიკოზს. ნიორი ასევე სასარგებლოა თქვენი იმუნური სისტემისთვის. წაისვით ნივრის პასტა კანზე. ზემოდან დაიდეთ ბინტი. გააჩერეთ ცოტა ხანი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წლით. გამოიყენეთ ეს საშუალება დღეში ერთხელ ან ორჯერ, რამდენიმე კვირის განმავლობაში.

Facebook კომენტარები