რძე და მწვანე ჩაი- საოცარი კომბინაციაა, რომელიც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში და სხეულის გაწმენდაში.

1370

რძე და მწვანე ჩაი- საოცარი კომბინაციაა, რომელიც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში და სხეულის გაწმენდაში.

ყოველდღე მილიონობით ადამიანი იწყებს თავის დილას ფინჯანი ცხელი ჩაით. ზოგი ჩაის შაქართან სვამს, ზოგიც მის გარეშე. ყველამ არ იცის მწვანე ჩაის თვისებების შესახებ. ბევრს არ სმენია მწვანე ჩაის და რძის დიეტის შესახებ.

რძისა და მწვანე ჩაის დიეტა (რძის ჩაი) ძირითადად რეკომენდებულია მათთვის, ვინც წონის დაკლებას და ნორმალური წონის შენარჩუნებას ცდილობს. რძის ჩაი არა მხოლოდ გემრიელი სასმელია, რომელიც აქვეითებს შიმშილის გრძნობას, არამედ შესანიშნავია ტოქსინებისგან მთელი ორგანიზმის გასუფთავებისა და დეტოქსიკაციისთვის.

ამ რძისა და მწვანე ჩაის ნაყენით მხოლოდ ერთ დღეში შეგიძლიათ დაიკლოთ 0,5 – დან 1 კგ.მდე. რეკომენდებულია რძის ჩაის დიეტის დაცვა მხოლოდ ერთ დღეს, არა უმეტეს თვეში ორჯერ.

მწვანე ჩაის და რძის დიეტის რეცეპტი: 1.5 ლიტრი უცხიმო რძე; 2 სუფრის კოვზი ნატურალური მწვანე ჩაი. ჩაი არ უნდა იყოს პაკეტების, რადგან არანაირ შედეგს არ მოგცემთ. აადუღეთ რძე, შემდეგ გააგრლეთ 70°ზე. რძე უნდა იყოს ცხელი, მაგრამ არა მდუღარე. დაამატეთ 2 სუფროს კოვზი მწვანე ჩაი. დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ.

დალიეთ ერთი ჭიქა რძის ჩაი ყოველ 2 საათში მთელი დღის განმავლობაში. რძის ჩაი უკეთესად შეიწოვება, რადგან აადვილებს მონელებას და რძე ხსნის კოფეინის მოქმედებას. მანამდე დალიეთ უბრალო წყალი. დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ, ეს აუცილებელია, რადგან რძე და მწვანე ჩაი ძლიერი შარდმდენი საშუალებაა. თქვენ ვერ იგრძნობთ შიმშილს, რადგან რძის ჩაი ათავისუფლებს სხეულს შიმშილისგან.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები