გულის შეტევა, ინსულტი, თრომბოფლებიტი, ვარიკოზული ვენები, ბუასილი … რა საერთო აქვს ამ ყველა დაავადებას?

565

გულის შეტევა, ინსულტი, თრომბოფლებიტი, ვარიკოზული ვენები, ბუასილი … რა საერთო აქვს ამ ყველა დაავადებას?

ზემოთ ჩამოთვლილების წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზი არის სქელი სისხლი. მას არ შეუძლია თავისუფლად იმოძრაოს სისხლძარღვებში (განსაკუთრებით თავის ტვინში) და  გადასცეს საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი. შენელებული სისხლის მიმოქცევა ასევე იწვევს შინაგანი ორგანოების ჟანგბადის “შიმშილს”. ზოგიერთმა ადამიანმა იცის, რომ სქელი სისხლი უნდა გათხელდეს.
ბევრმა არც კი იცის, რომ ძვირადღირებული წამლების გარეშე შეგიძლიათ შეცვალოთ კვების რაციონი.

როგორ ავირიდოთ თავიდან სისხლის შესქელება? 

სისხლის სიბლანტეზე გავლენას ახდენს ცხოვრების წესი, რაციონი და ფიზიკური აქტივობა. არის პროდუქტები რომლებიც შემადგენლობიდან გამომდინარე აუმჯობესებს სისხლის კოაგულაციას და გვეხმარება თრომბოზების თავიდან აცილებაში. ამავდროულად არის პროდუქტები, რომლებიც პირიქით ზრდის სისხლის სიბლანტეს, ასქელებს სისხლს და აუარესებს მდგომარეობას.

ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია თრომბოზების პრევენციისათვის. სისხლის შედედების დარღვევისას ეფექტურია ფიზიკური აქტივობის გაზრდა.

C ვიტამინის შემცველი პროდუქტი, მაგალითად ციტრუსების მიღება ამცირებს სისხლის შედედებას. ფორთოხალი, გრეიფრუტი და ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს რაც ამცირებს ანთებით პროცესს და ახდენს სისხლის შედედების პრევენციას. ციტრუსები შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რაც ზრდის სისხლძარღვთა კედლის ელასტიურობს და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.  C ვიტამინს შეიცავს ციტრუსები, კივი, ანანასი, მარწყვი, ასკილი, მწვანე ხახვი, მწვანე და წითელი წიწაკა, პამიდორი, ბროკოლი, ყვავილოვანი და ბრიუსელის კომბოსტო და სხვა პროდუქტები.

ვიტამინი E ხასიათდება სისხლის გამათხელებელი ეფექტით. ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს და აფართოვებს სისხლძარღვებს. E ვიტამინს შეიცავს პროდუქტები: ნუში, ნიგოზი მზესუმზირა, მცენარეული ზეთი, გოგრა, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი, ავოკადო, კივი, მწვანე ზეთისხილი, გარგარი და სხვა პროდუქტები.

კვლევებით დასტურდება ნივრის ანტითრომბოზული მოქმედების ეფექტი. ნიორი ამავდროულად აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას და ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს, რის შესაბამისადაც სისხლძარღვთა კედლები ნაკლებად ზიანდება ათეროსკლეროზით.

სისლის გათხელების რეცეფტი:

ნიორი

სპირტი ან არაყი

რამდენიმე კბილი ნიორი გაჭყლიტეთ, გადაიტანეთ შუშის ჭურჭელში, დაასხით ნახევარი ჭიქა სპირტი ან არაყი, დააფარეთ კონტეინერს თავზე და დატოვეთ ბნელ ადგილზე 10 დღის განმავლობაში. 10 დღის გასვლის შემდეგ, გაწურეთ, დარჩენილი მასიდან 10-10 წვეთი გახსენით წყალში და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.

Facebook კომენტარები