პირშუშხას ეფექტური სამკურნალო მეთოდი

156
900997452

პირშუშხას ეფექტური სამკურნალო მეთოდი

900997452

პირშუშხა როგორც სამკურნალო მცენარე რუსეთში IX საუკუნიდან არის ცნობილი. სანელებლად მისი გამოყენება გაცილებით გვიან დაიწყო. დღეს პირშუშხა მთავარ რუსულ სანელებლად არის მიჩნეული. აქ მას უწინდებურად იყენებენ თევზეულისგან მომზადებული ცივი კერძების შესაკაზმად. რუსული კულინარიული წესისამებრ, პირშუშხა ძმრის გარეშე გამოიყენება, რადგან “ძმარი კლავს, ახშობს პირშუშხას ძალას”.

პირშუშხას მძაფრი და ცხარე გემო განსაკუთრებული ეთერზეთის – იზოთიოციანმჟავას ალილეთერის – შემცველობით არის განპირობებული. გახეხილი პირშუშხადან გამოიყოფა მდოგვის ზეთი, ალილიზოთიოციანატი, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ანტიმიკრობული მოქმედება აქვს.

პირშუშხა შეიცავს აგრეთვე C ვიტამინს, შაქარს, ფერმენტებს, ასპარაგინს, არგინინს, გლუტამინს, კაროტინს, ფიტონციდებს, ფლავონოიდებს, კალიუმის, კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, გოგირდისა და ფოსფორის მარილებს. პირშუშხას წვენი მდიდარია ლიზოციმით – ანტიმიკრობული მოქმედების მქონე ნივთიერებით, ფოთლებში განსაკუთრებით უხვადაა ჩ ვიტამინი, კაროტინი და ალკალოიდები.

ხალხურ მედიცინაში პირშუშხა უძველესი დროიდან გამოიყენება როგორც მადის აღმძვრელი და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი საშუალება. კარგი ეფექტი აქვს თირკმლის, ღვიძლის, ნაღვლისა და შარდის ბუშტის პათოლოგიების დროსაც.

გარდა ამისა, ამოსახველებელ, ანტიმიკრობულ, შარდმდენ და ნაღველმდენ, ზოგადგამაჯანსაღებელ, ჭიების საწინააღმდეგო, სისხლის გამწმენდ და სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებადაც არის აღიარებული. პირშუშხას ნაყენით რეკომენდებულია ჩირქოვანი ჭრილობების დამუშავება, კომპრესების გაკეთება მიოზიტის (კუნთების ანთება), პნევმონიის (ფილტვების ანთება), პლევრიტის (პლევრის ანთება) დროს.

დროა, მოვიშოროთ ორგანიზმში დაგროვილი მარილები.  შეგახსენებთ დადასტურებულ და უპრობლემო რეცეპტს.

აიღეთ დიდი პირშუშხას ფოთლები – 2 ცალი. ძილის წინ, ორივე მხრიდან მდუღარე წყალში ჩაყარეთ და დაუყოვნებლად ამოიღეთ და დაიდეთ  ზურგზე, კისერზე, დააწექით და მოკიდეთ ხელი. შეიძლება იყოს მცირე წვის შეგრძნება, მაგრამ ტკივილი არ არის. ასევე გამორიცხულია დამწვრობა.

დილით, ფრთხილად ამოიღეთ ფოთლები – თუ ბევრი მარილია, დაიშლება. ნახეთ რომელ ადგილას არის ბევრი მარილი. გააკეთე რაც შეიძლება მეტი პროცედურა – მარილი არ უნდა იყოს ფოთლებზე. პირშუშხა ერთადერთი მცენარეა, რომელსაც შეუძლია მარილის გაყვანა კანის ფორებში.

პირშუშხას  ფოთლების კომპრესი ეხმარება ზურგისა და სახსრების ტკივილს.

ერხელ როდესაც ზურგი და წელი გამიკავდა, ვცადე ეს მეთოდი. მაისში, როგორც კი ახალგაზრდა, პირშუშხას მწვანე ფოთლები გამოჩნდება, აიღეთ ისინი და ჩადეთ მინის ქილაში. შეავსეთ არაყით ან გაზავებული სპირტით. განათავსეთ ბნელ ადგილას 2 დღის განმავლობაში. წამალი მზად არის. აიღეთ რამოდენიმე სველი ფოთოლი და შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში.

Facebook კომენტარები