თუ ყავა აკრძალული გაქვთ, მაგრამ ძალიან გინდათ, არსებობს გამოსავალი

393

თუ ყავა აკრძალული გაქვთ, მაგრამ ძალიან გინდათ, არსებობს გამოსავალი

დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოუდგენლად მიაჩნია ცხოვრება ყავის გარეშე. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ადამიანები წუთიერ დასვენებასა და დაღლილობის მოხსნას, სწორედ ყავის მიღებაში ხედავენ. არაერთხელ გვსმენია ყავის იმ უარყოფითი თვისებების შესახებაც, რასაც ის ადამიანის ორგანიზმში იწვევს.

ამის მიუხედავად, საზოგადოების დიდი ნაწილი არ ან ვერ ამბობს უარს ყავის მიღებაზე და ეს პროცესი, შესაძლოა, ზოგიერთისთვის დღის განმავლობაში სამჯერ, ოთხჯერ და ხშირ შემთხვევაში ხუთჯერაც კი მეორდებოდეს.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ყავის ერთ–ერთ უარყოფით თვისება გამოიკვლიეს: მისი გადაჭარბებული მოხმარება ჰალუცინაციებს იწვევს. აღნიშნული დასკვნა ავსტრალიის ლა ტრობეს უნივერსიტეტის მეცნიერმა გამოაქვეყნა.

კვლევის ავტორის, საიმონ კროუს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი დღეში 5 ფინჯან ყავას მიირთმევს, მას ამ სასმელის მიმართ დამოკიდებულება აქვს ჩამოყალიბებული. მეცნიერის განცხადებით, მატონიზირებული სასმელის მოყვარულებს, შესაძლოა, ჰალუცინაციები დაეწყოთ. ამასთან, მათ ვისაც ყავის სმის რიტუალი ძალიან იზიდავს, საკუთარ თავთან ლაპარაკიც სჩვევიათ.

„ყველაზე ნეგატიურ ეფექტს კი ადამიანი მაშინ წააწყდება, როდესაც ყავის დალევის სურვილი მას ძლიერი სტრესის შემდეგ გაუჩნდება.

არსებობს 5 სანელებელი, რომლებიც ანეიტრალებენ კოფეინის უარყოფით გავლენას სხეულზე და ყავას მარტივად გადაამუშავებს.

1. შავი პილპილი ძლიერად ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, აშორებს ტოქსინებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს კუჭს და ანტისეპტიკური საშუალებაა. დაუმატეთ ცხელ ყავას, ერთ ჯერზე მწიკვი, გააჩერეთ.

2. ილი -ს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. აძლიერებს კუჭს. რეკომენდებულია ყავაში ილის  ახალი ფხვნილის დამატება. ეთერზეთების მოქმედების გამო ყავას ანიჭებს განსაკუთრებულ უნიკალურ არომატს.

3.მიხაკი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს წნევას. მიხაკის ეთერზეთები ყავის არომატს ეხმარება, კოფეინის ნეგატიური ეფექტის შემცირებაში. ცხელ ყავას დაუმატეთ ერთი კბილი და გააჩერეთ.

4. დარიჩინი ამცირებს ყავის მჟავე ეფექტს სხეულზე. ყავის მომზადებისას შეგიძლიათ დაამატოთ დარიჩინის ფხვნილი ან მთელი ჯოხი, უბრალოდ ჩასვით ცხელ ყავაში.

5. კოჭას აქვს დამამშვიდებელი მოქმედება ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ტკივილის და სპაზმების შემსუბუქებას და ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ყავის მომზადებისას შეგიძლიათ დაამატოთ კოჭას ფხვნილი ან ახალი ფესვის პატარა ნაჭერი.

Facebook კომენტარები