Როგორ დავაღწიოთ პაპილომას თავი?! უბრალოდ არ არსებობს ამაზე ეფექტური საშინაო საშუალება

564

Როგორ დავაღწიოთ პაპილომას თავი?! უბრალოდ არ არსებობს ამაზე ეფექტური საშინაო საშუალება.

მეჭეჭების ინფექციური წარმომავლობა დადასტურდა XIX საუკუნის ბოლოს, ხოლო მათი ვირუსული ეტიოლოგია XX საუკუნის დასაწყისში.

ადამიანის პაპილომა ვირუსი აზიანებს ეპითელიუმს და მრავლდება კანის საფარში, პირის ღრუს ლორწოვანში, თვალის კონიუქტივში, საყლაპავში, ბრონქებში და სწორ ნაწლავში. ვირუსის შეჭრა ხდება კანისა და ლორწოვანის ეპითელიუმის ბაზალურ შრეში, რის შემდეგაც უჯრედები იწყებენ პროლიფერაციას. ადამიანის პაპილომა ვირუსის სრული რეპლიკაცია (გამრავლება) ხდება მხოლოდ ეპიდერმისის მარცვლოვან და წვეტიან შრეებში და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ზედაპირულ ეპითელიოციტებში.

დღეისათვის ცნობილია ადამიანის პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი სეროტიპი, და რაც ძალზედ სამწუხაროა, ჩნდება ახალი ჯგუფებიც.ზოგიერთი მათგანი მაღალი რისკისაა (ონკოგენური ანუ სიმსივნესთან ასოცირებული).

ადამიანის პაპილომა ვირუსის გავრცელება უშულო კონტაქტით ხდება, თუმცა ვირუსის გადამტანი შეიძლება რქოვანა ქერცლიც იყოს. ვირუსით ინფიცირების აუცილებელი ფაქტორია კანის მცირე დაზიანება, რითიც აიხსნება მეჭეჭების ლოკალიზაცია ადვილად ტრამვირებად უბნებში (მტევანი, მუხლები, ტერფები).

ვირუსით ინფიცირების მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენს ასევე: ვირუსის რაოდენობა კონტაქტის ადგილას, კანზე ექსპოზიციის ხარისხი და კანის იმუნური სისტემის პასუხი ვირუსის მიმართ, რადგან ადამიანის ორგანიზმში ვირუსების რაოდენობა და აქტივობა, პირდაპირ კავშირშია ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობასთან.

Პაპილომები საკმარისად უვნებელია, ისინი უფრო კოსმეტიკური პრობლემაა, ვიდრე სამედიცინო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მათი მოშორება საკმაოდ რთული ან ძვირია, სინამდვილეში ამის გაკეთება შეგიძლიათ სახლში და ძალიან იაფი ბუნებრივი პროდუქტის გამოყენებით.

ნიუ–იორკის პრაქტიკოსი, დოქტორი დაგლენი გირჩევთ გამოიყენოთ ვაშლის ძმარი ამ მიზნით. დაასველეთ ბამბის ბალიში ან სუფთა ქსოვილი და გაასუფთავეთ პაპილომა – ეს უნდა გაკეთდეს დღეში სამჯერ. 2-3 კვირის შემდეგ, ნეოპლაზმა გაქრება.

ყველაზე უსაფრთხო გზაა ძმრის წინასწარ გაზავება სუფთა წყლით.

პაპილომებთან გამკლავების მრავალი სხვა პოპულარული მეთოდი შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში. მაგრამ, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ვაშლის ძმარი საუკეთესო შედეგებს იძლევა.

Facebook კომენტარები