კერძი, რომელიც სახსრებს დაუბრუნებს “ახალგაზრდობას”

134

კერძი, რომელიც სახსრებს დაუბრუნებს “ახალგაზრდობას”

წარმოიდგინეთ, რამდენ სტრესს განიცდიან ჩვენი მუხლის სახსრები ყოველდღე. რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად, ეს გავლენას ახდენს მყესებისა და იოგების მდგომარეობაზე. მუხლები ნაკლებად მოძრაობს, მოქნილობა იკარგება, ტკივილი და დისკომფორტი იჩენს თავს.

არასათანადო კვებამ და მჯდომარე ცხოვრების წესმა შეიძლება გააუარესოს სიტუაცია – და ეს უკვე არის პირდაპირი გზა ართროზისკენ .

მუხლების ტკივილი – პრობლემა, რომელიც გვიქმნის საოცრად დიდ დისკომფორტს და გვიკარგავს ცხოვრების ხალისს. სახსრებთან და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები შუახნის ასაკს გადაცილებულ ადამიანებში იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია.

ყველაფერი დისკომფორტის მსუბუქი შეგრძნებით დაიწყო. იმის იმედით, რომ პრობლემა ხანმოკლე დროში თავისით გაივლიდა, საჭირო ზომების მიღებაზე უარი ვთქვი, რამაც მდგომარეობის გამწვავებამდე მიმიყვანა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუხლების სახსრების გაუსაძლისი ტკივილების გამო ცხოვრების ხალისი დაკარგული მქონდა და სახლის კარის ზღრუბლს აღარც კი ვცდებოდი.

Სახსრების გასაძლიერებლად საუკეთესოა შვრიის ფაფა

თქვენი მუხლების ძველ მდგომარეობას რომ დაუბრუნდეთ, უნდა ჭამოთ მეტი შვრიის ფაფა. დადებითად მოქმედებს სახსრების აღდფენაზე და ზრდის იოგების ელასტიურობას. გარდა ამისა, ქვემოთ შემოთავაზებული რეცეპტი ზოგადად ძალიან გემრიელი და ჯანსაღია!

Შემადგენლობა:

წყალი – 1 ჭიქა;

შვრიის ფაფა – 50 გრამი;

ფორთოხლის წვენი – 100 მლ;

დაჭრილი ნიგოზი – 1 ს.კ;

თაფლი – 1 სუფრის კოვზი;

დარიჩინი – გემოვნებით.

მომზადების წესი:

შვრიის ფაფა მოამზადეთ, როგორც ყოველთვის. სანამ გაცივდება, შეურიეთ დარჩენილი ინგრედიენტები და დაამატეთ ფაფას. თუკი ამ ყველაფერს დააბლენდერებთ მიიღებთ სმუზის მასას.

თუ ამ კოქტეილს ყოველდღე იყენებთ 2 კვირის განმავლობაში, სერიოზულ ცვლილებებს იხილავთ: არამარტო მუხლებში შეგიწყდებათ ტკივილი, არამედ სწორი კვებით, რამდენიმე კგ ჭარბი წონა აუცილებლად გაქრება!
გისურვებთ ჯანმრთელობას!

შვრიის ნახარში სახსრებისთვის

  • ჩაყარეთ ქვაბში 2,5 ჩაის ჭიქა შვრიის მარცვლები.
  • დაასხით 6 ლიტრი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე.
  • ხარშეთ ნარევი დაახლოებით 4 საათის განმავლობაში (პერიოდულად კარგად მოურიეთ) .
  • გამორთეთ ცეცხლი და მიეცით ნახარშს დრო გასაგრილებლად.
  • 4 საათიანი ხარშვის შემდეგ სითხის დიდი ნაწილი აორთქლდება. გაგრილებულ ნახარშს უნდა დაუმატოთ იმ რაოდენობით ახალი მდუღარე წყალი, რომ საერთო ჯამში დაგრჩეთ 4 ლიტრი სითხე.
  • მდუღარე წყალის დამატების შემდეგ დააყოვნეთ ნახარში რამდენიმე საათით და შემდეგ გადაწურეთ.

მიღებული ულუფა გეყოფათ ოთხი დღე (დღეში 1 ლიტრი ნახარში).

მიირთვით 1 ლიტრი ნახარში მთელი დღის განმავლობაში პატარა ულუფებით. კურსის ხანგრძლივობა – 3 კვირა. ყოველ 4 დღეში ერთხელ თქვენ უნდა მოამზადოთ ახალი ნახარში. საერთო ჯამში უნდა ჩაიტაროთ იმდენი კურსი, რამდენიც სახსრების ბოლომდე აღასდგენად დაგჭირდებათ. 3 კვირიან კურსებს შორის აკეთეთ 1 კვირიანი შესვენებები.

Facebook კომენტარები